ფესტივალი „ჭაჭა“

პროგრამა

„საქპატენტი“,
საქართველოს კულტურის პალატა და
ტურიზმის განვითარების ასოციაცია წარმოგიდგენთ:

26 სექტემბერი, 14:00-17:00
თელავი, ერეკლე მეფის მოედანი
საქართველოს სატახტო ქალაქში, თელავში,
ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა” მესამედ გაიმართება.
კვალიფიციური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიებს და მეწარმეებს შემდეგ ნომინაციებში – „საუკეთესო გლეხური ჭაჭა – 2020“ და „საუკეთესო ქარხნული ჭაჭა – 2020“;

15:20-16:20 – კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის – თელავის, ახმეტის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის,
გურჯაანისა და საგარეჯოს წარმომადგენელთა ეთნოგრაფიული გამოფენები;
ჭაჭის ტრადიციული მეთოდით გამოხდის პროცესი;
გლეხური ჭაჭის დეგუსტაცია; ხინკლის მოხვევა და მწვადის შეწვა;
შემოდგომის ნობათის გამოფენა – კახური ხილი და ბოსტნეული;
კახური ტკბილეული – თათარა და ჩურჩხელების ამოვლება.

15:20-16:20 – ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების ეთნოგრაფიული კუთხეები;
ჭაჭის დეგუსტაცია;

15:20-16:20 – „მასტერ-კლასი ჭაჭის შესახებ“.
მასტერ-კლასს წარუძღვებიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის
და WSET სერთიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი და კონიაკის ტექნოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კუჭავა.

15:20-16:20 – საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პრეზენტაცია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ;

16:20-16:30 – გამარჯვებული მუნიციპალიტეტის დაჯილდოება ნომინაციაში „ყველაზე კრეატიული“;

16:30 – 17:30 – „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტი.