ფესტივალი „ჭაჭა“

ფესტივალის „ჭაჭა“ საორგანიზაციო გუნდის განცხადება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და პასუხისმგებლობას გრძნობს თითოეული მოქალაქის წინაშე.
კორონავირუსულმა ეპიდემიამ არა მარტო სამყაროს, ჩვენი ფესტივალის დღის წესრიგიც შეცვალა. დავიხიეთ ერთი ნაბიჯით უკან, რათა დისტანცირებულებმა შევხედოთ მოვლენას. იძულებულნი გავხდით ფესტივალის ჩატარების თარიღი – 26 სექტემბერი, 2020 წელი – შეგვეცვალა, რათა ფესტივალი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
ფესტივალის ჩატარების კონკრეტული თარიღი დაანონსდება ჩვენი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.
გისურვებთ, ჯანმრთელობას!