ბავშვთა სახალხო ანსამბლის „იბერიონი“ სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა

2022 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ბავშვთა სახალხო ანსამბლის „იბერიონი“ სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ბავშვთა სახალხო ანსამბლი „იბერიონი“ (ხელმძღვანელები: ბესიკ ტურაშვილი და ირაკლი ნიკოლაიშვილი) მრავალი წელია ემსახურება მცხეთაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის კულტურულ-საგანმანათლებლო აღზრდის საქმეს, აზიარებენ მოსწავლე-ახალგაზრდებს ქორეოგრაფიულ კულტურას. ანსამბლის მესვეურებმა დაამკვიდრეს ქართული ცეკვის მაღალი საშემსრულებლო დონე და აღუზარდეს საქართველოს არაერთი თაობა ქართული ქორეოგრაფიული კულტურის სიყვარულითა და სულისკვეთებით.
ანსამბლი „იბერიონი“ მონაწილეობს ფესტივალებსა და კონცერტებში; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრიზი.
Scroll to Top