თელავში გივი მუნჯიშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

ცნობილი კომპოზიტორის, დირიჟორისა და ლოტბარის, გივი მუნჯიშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ქალთა კამერული გუნდის „კახეთის ჰანგების“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელისა და ანსამბლ “რუსთავის” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე გაჟღერდა გივი მუნჯიშვილის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებიდან კარგად ნაცნობი და ასევე სრულიად ახალი კომპოზიციები.

Scroll to Top