რუსუდან მჭედელაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

რუსუდან მჭედელაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

2019 წლის 19 მაისს კასპის ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარედ ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, კომბინატის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის, რუსუდან მჭედელაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

რუსუდან მჭედელაძეს მიღებული აქვს მრავალი დიპლომი, სიგელი, ჯილდო, მედალი და სამახსოვრო საჩუქარი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

საქველმოქმედო კონცერტი-საღამო გაიმართა საქართველოს კულტურის პალატის, კასპიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.