24-25 აგვისტოს მანგლისში არტ-ფესტივალი გაიმართება

წელს მანგლისში მასშტაბური მულტიფუნქციური არტ-ფესტივალი ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ფესტივალის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას ყველა თაობის ცნობილი შემსრულებელი მიიღებს და პროგრამა ყველა ასაკის მსმენელზე იქნება გათვლილი. არტ-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მუნიციპალიტეტების პავილიონების მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია მხარის ეთნო-კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მასშტაბურ არტ-ფესტივალს, ქვემო ქართლის რეგიონი   ტრადიციულად, ყოველწლიურად უმასპინძლებს.

არტ-ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერი – ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის პალატა.

 

Scroll to Top