გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

2018 წლის 29 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი  მომღერლის, გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა სახელწოდებით –  „თბილისი არის ურთიერთობა“. კონცერტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით . ჩატარდა. მუსიკალური პროდიუსერი –  ზურაბ მახნიაშვილი, რეჟისორი – ბაკურ ბაკურაძე. მონაწილეობდნენ მომღერლები: მაია ჯორჯაძე, ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე, ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლები „ფორტე“, „შვიდკაცა“.

გიო ხუციშვილმა არაერთი სიმღერა მიუძღვნა თავის გულმხურვალე მსმენელს, მათ შორის შვილთან და მეუღლესთან ერთად იმღერა. კონცერტის მსვლელობისას მან აღნიშნა, „მინდა ყველა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა, ყველაფრისათვის, დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის…“

 

[Best_Wordpress_Gallery id=”12″ gal_title=”გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა”]

 

 

 

 

 

 

 

Scroll to Top