ფესტივალი „ნანი“

აჭარის უმშვენიერეს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ფესტივალი „ნანი“ დაფუძნდა

სასიამოვნო ინფორმაცია ჩვენი გულშემატკივრებისათვის!

ქალაქ ბათუმში დაფუძნდა და ყოველწლიურად სექტემბრის თვეში გაიმართება ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ნანი“.

ფესტივალის  დამაარსებელია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

მხარდამჭერნი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, Check in Georgia,  საქართველოს კულტურის პალატა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი.

ინფორმაციებს ფესტივალის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის სოციალური ქსელიდან შეიტყობთ.