ნანი 85

ნანი 85

ძვირფასო მეგობრებო!!
უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისა და ინტერესისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისადმი.
ბათუმში საიუბილეო კონცერტი დაგეგმილი იყო 2021 წლის 5 სექტემბერს გონიოს ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ეპიდემიის გამწვავების გამო დაწესებული COVID რეგულაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 4 სექტემბრამდე აიკრძალოს კონცერტები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე ღია ცის ქვეშ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება საიუბილეო საღამო დაიგეგმოს 25 სექტემბერს; სექტემბრის ბოლოს ღია ცის ქვეშ ამინდის გაუარესების რისკების აცილების მიზნით, მიზანშეწონილია საღამო ჩატარდეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში COVID რეგულაციების სრული დაცვით.
ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ ბილეთები 5 სექტემბერზე, არ იღელვოთ, თქვენი სურვილის შესაბამისად ან გადაგიცვლით 25 სექტემბრის ბილეთებზე, ან დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა.
25 სექტემბრის კონცერტის ბილეთები უახლოს დღეებში დაიდება TKT.GE-ზე.
გისურვებთ წარმატებებს
გვიყვარხართ და გელოდებით ყველას.
25 სექტემბერი შაბათი დღეა, რომელიც სპეციალურად შევარჩიეთ, რათა ყველა მსურველმა შეძლოს დასწრება და ჩვენთან ერთად გაატაროს უიქ-ენდი და დაესწროს საუკუნის საღამოს.
ნანი 85