რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოეტის, მთარგმნელისა და დიპლომატის, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრის, ქართულ, უკრაინულ, ლატვიურ ენებზე ათეულობით წიგნის და თარგმანების ავტორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელის და ახლა, უკვე ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

საქართველოს კულტურის პალატა ულოცავს ბატონ რაულ ჩილაჩავას! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და შემოქმედებით წარმატებას.