როსტომ გოგოლაძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

     2018 წლის 20 აგვისტოს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში გაიმართა ანსამბლ „საგალობელის“ საიუბილეო საღამო. საღამოს დასასრულს ანსამბლის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ქართული სიმღერის მოამაგეს, რესპუბლიკური, საკავშირო და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, როსტომ გოგოლაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
     ანსამბლი „საგალობელი“ როსტომ გოგოლაძემ 1972 წელს დააარსა. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო და რესპუბლიკურ ფესტივალში; ანსამბლის წევრები დაჯილდოებული არიან სხვადასხვა წოდებებით, ჯილდოებით და მედლებით.
     დღეს ანსამბლში „საგალობელი“ გაერთიანებულია ძველი და ახალგაზრდა თაობის ოცი მომღერალი. ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად მოიცავს რაჭვულ და ასევე სხვა კუთხის ფოლკლორულ სიმღერებს; დამუშავებულია 200-მდე სიმღერა. ანსამბლმა ჩაწერა და გამოსცა დისკები. გამოვიდა წიგნი „როსტომიანი“ (როსტომ გოგოლაძე).
     როსტომ გოგოლაძე და მისი ოჯახის წევრები დღემდე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევიან.