თენგიზ უთმელიძის საიუბილეო საღამო და სახელობითი ვარსკვალვის გახსნა

2018 წლის 9 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, „ქართული კულტურის რაინდის“ და  ანსამბლ „სუხიშვილების“ ლეგენდარული სოლისტის, თენგიზ უთმელიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელა“. საღამოზე წარსდგნენ ქართველი მომღერლები თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე და თემურ წიკლაური.

საიუბილეო საღამოს დასასრულს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ქართველ ხელოვანს სახელობითი ვარსკვლავი.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართა საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით;   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „RMG გოლდის“ მხარდაჭერით.

[Best_Wordpress_Gallery id=”11″ gal_title=”თენგიზ უთმელიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა”]

Scroll to Top