„გაუფრთხილდი ისტორიას“

14 ივლისს სამი დიდი ქართველის ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. პროექტ გაუფრთხილდი ისტორიას-ის ფარგლებში, საქართველოს კულტურის პალატა, ვაჟა-ფშაველას ფონდი და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, 14 ივლისს 13:00 საათზე აწყობს სადღესასწაულო მსვლელობას სახელწოდებით მინდვრის ყვავილები დიდ ქართველებს ქაშვეთის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. მსურველებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ მინდვრის ყვავილებით ხელში.

მთაწმინდის პანთეონში გაიმართება პანაშვიდი, დიდი ქართველების სულის მოსახსენებლად. ასევე ჩატარდება პრეზენტაცია ფონდის – ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია, რომელიც მისი უწმინდესობის ილია II – ის ლოცვა კურთხევით შეიქმნა საქართველოს კულტურის პალატასთან. პანთეონში გაიმართება ამ დღისადმიო მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია.

Scroll to Top