პროგრამა ,,სთველი”

 

ყველას! ყველას! ყველას!

 

გიწვევთ 7 სექტემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე  “სთველი”.

  • საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
  • ტრადიცულ საწნახელში ყურძნის დაწურვა;
  • XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
  • კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
  • ფესტივალზე შეიქმნება სიმბოლური ნაზავი – ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც დეგუსტატორები შეარჩევნ  საუკეთესო რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს;

 

  • 12-00 სთ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პრეზენტაცია;
  • 13-00 სთ – „მეფე ერეკლე და კახეთი“ – მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
  • 14-00 სთ – ფესტივალის სპეციალური სტუმრის – 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის იცხაკ შალევის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც თვითონ მეღვინე წარუძღვება და გაისინჯება მის მიერ ისრაელში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაყენებული საავტორო ღვინოები.
  • 16-00 სთ – „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ კულტურულ-თეატრალიზებული პროგრამა ისტორიული წყაროების თანხლებით, წამყვანი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი
  • 17-00 სთ – საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.

 

  • ისტორიულ-კულტურული პროგრამის სცენარის ავტორი და წამყვანი – გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი;
  • მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე, მომღერალი ანრი ჯოხაძე, ფოლკლორული ანსამბლები „წინანდალი“ და „ჩაკრულო“, ქართული საბრძოლო ხელოვანება „ჰოროლი“, სტუ-ს თეატრი-სტუდია „მოდი-ნახე“.
  • საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა: ზაზა გრიგალაშვილი, სომელიე, ქართული ღვინის ექსპერტი; იცხაკ შალევი – მეღვინე, ისრაელი; როს კლოსი – შოუ „მსოფლიო ღვინის ბრძოლები“ პროდიუსერი, ახალი ზელანდია; მარკო ნორსი – ღვინისმცოდნე, მუსიკოსი, ნიუ იორკი აშშ; ტომ უილიამსი – პროფესიონალი ავტორი მწერალი კვების და ღვინის შესახებ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

 

ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმის „სთველი“ მხარდამჭერები არიან:

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • ღვინის ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • საქართველოს ხელოვნების სასახლე
  • კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
  • თელავის მუნიციპალიტეტის მერია
  • საინფორმაციო მხარდამჭერი ტვ “იმედი”

 

 

Scroll to Top