2022 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ბავშვთა სახალხო ანსამბლის „იბერიონი“ სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ბავშვთა სახალხო ანსამბლი „იბერიონი“ (ხელმძღვანელები: ბესიკ ტურაშვილი და ირაკლი ნიკოლაიშვილი) მრავალი წელია ემსახურება მცხეთაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის კულტურულ-საგანმანათლებლო აღზრდის საქმეს, აზიარებენ მოსწავლე-ახალგაზრდებს ქორეოგრაფიულ კულტურას. ანსამბლის მესვეურებმა დაამკვიდრეს ქართული ცეკვის მაღალი საშემსრულებლო დონე და აღუზარდეს საქართველოს არაერთი თაობა ქართული ქორეოგრაფიული კულტურის სიყვარულითა და სულისკვეთებით.
ანსამბლი „იბერიონი“ მონაწილეობს ფესტივალებსა და კონცერტებში; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრიზი.