გივი გაჩეჩილაძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა
კომპოზიტორი, დირიჟორი, თბილისის ბიგ-ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე იუბილარია. მას 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღის აღნიშვნას დაემთხვა მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნა და საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის „ივენთ ჰოლში“ 2019 წლის 4 აპრილს გაიმართა.
ღონისძიების მხარდამჭერნი – თბილისის მერია, საქართველოს კულტურის პალატა.