გივი მუნჯიშვილი

„გივი მუნჯიშვილს ისეთივე დიდი დამსახურება მიუძღვის საგუნდო მუსიკის განვითარებაში როგორც თენგიზ ამირეჯიბს – საფორტეპიანო ხელოვნებაში და ნოდარ ანდღულაძეს – აკადემიურ სიმღერაში. ლოტბარი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია თავის ისტორიას ქმნის. ბედნიერებაა, რომ ისეთი დიდებული ადამიანი, როგორიცაა გივი მუნჯიშვილი, ემსახურება დიდ ეროვნულ საქმეს – პროფესიულ საგუნდო ხელოვნებას. საქართველოს ასეთი სახელოვანი და საამაყო შვილები არასოდეს მოკლებია და არ მოაკლოს ღმერთმა“.

ილია მეორე

 

?? 12 ნოემბერს, 13:00 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თელავის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის, დირიჟორის, პედაგოგის, პროფესორის, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელის, გივი მუნჯიშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.

✍ გივი მუნჯიშვილი დაიბადა თელავში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ვახტანგ ფალიაშვილისა და ოდისეი დიმიტრიადის კლასი), 1970 წელს მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორის ფაკულტეტი. 1970-1974 წლებში თბილისის ოპერის მთავარი ქორმაისტერია, 1975 წლიდან ნიკო სულხანიშვილის სახელობის, საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის ხელმძღვანელია, მისი მოსვლით შეიცვალა გუნდის მუშაობის სტილი, რეპერტუარი და შესრულების ხარისხი. 9 თვეში გაიმართა პირველი კონცერტი, რეპერტუარი იყო რუსული, ევროპული და ქართული. კონცერტის კულმინაცია იყო იოსებ კეჭაყმაძის ახალი ციკლი „ძველი თბილისის სიმღერები“. იოსებ კეჭაყმაძისა და გივი მუნჯიშვილის შემოქმედებითი გზები გადაიკვეთა და წლების მანძილზე ეს იყო ქართული მუსიკის ზეიმი.

? გამოცემული აქვს ქართული საგუნდო მუსიკის სამი გიგანტური ფირფიტა და სამი კომპატური დისკი.

?? 1988 წელს მიანიჭეს ღირსების ორდენი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.

 

Scroll to Top