ეკა კვალიაშვილის იუბილე

23 მაისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართა გამორჩეული ქართველი მომღერლისა და მუსიკოსის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო კონცერტი – “აქ სიყვარულია”

30 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საზოგადოების საყვარელი შემსრულებელი კვლავ დაუბრუნდა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენას. მის შემოქმედებასა და ხმის ხიბლს მაყურებელი დიდხანს ენატრებოდა – სწორედ ეს გამოიხატა დარბაზის სრული ანშლაგითა და ემოციური მიღებით.

საღამოს განსაკუთრებული კულმინაცია გახდა ახალი სიმღერის – „საქართველოში ქართველები არ კვდებიან!“ – პრემიერა, რომლის ტექსტის ავტორია ყველასთვის საყვარელი თინათინ მღვდლიაშვილი, ხოლო მუსიკა ეკა კვალიაშვილს ეკუთვნის. ეს ემოციური და პატრიოტული კომპოზიცია ეძღვნებოდა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს.

ღონისძიება დიდი ინტერესით წარიმართა და ფართო გამოხმაურება მოიპოვა მთელ საქართველოში – კონცერტის სატელევიზიო ჩაწერა განხორციელდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

Scroll to Top