ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “არგონავტიკა”

2025 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კულტურის პალატისა და ააიპ-“კულტურა მარად”-ის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში დაფუძნდა  ზღვის საერთაშორისო ფესტივალიარგონავტიკა

27 სექტემბერი  საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა-  სოხუმის დაცემის დღე.  ეს დღე მიეძღვნა აფხაზეთს, მისთვის მებრძოლ პატრიოტებს და მათი გმირული ბრძოლის ისტორიებს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი-სტუდიამ „მოდი ნახე“ წარმოადგინა ნოდარ მოსულიშვილის ნაწარმოებზე დაფუძნებული სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია“, რომელიც მიეძღვნა ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლთა თავდადებას. ისინი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს და უარს ამბობდნენ მტერთან თანამშრომლობაზე. სპექტაკლი ჩატარდა  ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „არგონავტიკა“ ფარგლებში.

ფესტივალი გახსნა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ირაკლი ფაცაციამ და საქართველოს თეატრისა და კინოს მსახიობმა ია ნინიძემ.

ამ ძალზედ ემოციურმა საღამომ,  გმირების გახსენებამ, მათი თავგანწირვისა და ერთგულების კიდევ ერთხელ წარმოჩენამ, განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მაყურებელში.

ფესტივალის საორგანიზაციო-შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის  ყველას, ვინც ამ დღეს გაიხსენა გმირები   და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

 

ფესტივალის პარტნიორები:

აჭარის მთავრობა / Government of Ajara

აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი „მოდი-ნახე“

კულტურის არხი

 

 

Scroll to Top