2022 წლის 22 ოქტომბერს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ვარსკვლავთა ხეივანს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტის, კომპოზიტორის, მომღერლის, არანჟირების ავტორის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ახალციხის საპატიო მოქალაქის თემურ ყვითელაშვილის სახელობითი ვარსკვლავი შეემატება.
თემურ ყვითელაშვილი დაიბადა საქართველოში.
თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი. მან გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი.
გახლავთ პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება, ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის. მან შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
თემურ ყვითელაშვილი პირველი ინსტრუმენტალისტია საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.
სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გირატისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე.
თემურ ყვითელაშვილი იყო და დღესაც არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გიტარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე.
საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის „თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი სახელი შეტანილია სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ ენციკლოპედიებში.
თემურ ყვითელაშვილის რამოდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიო კრებულებში და გამოცემულია CD-ის სახით.
თემურ ყვითელაშვილი სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლზე იმყოფებოდა: აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, ისრაელში, ავსტრიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.
სოლო კონცერტები ჩატარებული აქვს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიც არის: Carnegie Hall, Birdland, The Baked Potato, La Ve Lee, Iridium, Дом Музыки …
თემურ ყვითელაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდ ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Allan Holdsworth, Les Paul, Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio.
თემურ ყვითელაშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სიგელი: წლის საუკეთესო გიტარისტი ნომინაციაში „ფიუჟენ“ ქ. ლოს-ანჯელესი, აშშ, 1994 წელი, საქართველოს საუკეთესო ინსტურმენტალისტი, თბილისი, 1996 წელი, მსოფლიო რეკორდი -„გინესის რეკორდების წიგნი“ – 30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე, ქ. ანგარსკი, რუსეთი, 2004 წელი.
2018 წელს მიენიჭა ისრაელის სახელმწიფოს „საპატიო სიგელი“.
2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „საპატიო სიგელი“.
თემურ ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი.
https://www.facebook.com/Georgian.Chamber/videos/781891686438152