კულტურული კავშირი ჩინეთთან

2025 წლის 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს კულტურის პალატის დელეგაცია ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტი განხორციელდა CAFIU-ს — ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთგაგების ასოციაციისა და განსუს პროვინციის სახალხო მთავრობის ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში.

ღონისძიების თემას წარმოადგენდა:
„აბრეშუმის გზის სულისკვეთების გაგრძელება — ცივილიზაციებს შორის გაცვლა და ურთიერთსწავლება“.

კონფერენცია გახსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა ჰან ჟენგმა

კომფერენციას ესწრებოდა 300-ზე მეტი დელეგატი მთელი მსოფლიოდან, პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, მსოფლიოში მოღვაწე გამოჩენილი კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

Scroll to Top