ყველას! ყველას! ყველას!
გიწვევთ 7 სექტემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე “სთველი”.
- საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- ტრადიცულ საწნახელში ყურძნის დაწურვა;
- XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
- კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
- ფესტივალზე შეიქმნება სიმბოლური ნაზავი – ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც დეგუსტატორები შეარჩევნ საუკეთესო რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს;
- 12-00 სთ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პრეზენტაცია;
- 13-00 სთ – „მეფე ერეკლე და კახეთი“ – მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
- 14-00 სთ – ფესტივალის სპეციალური სტუმრის – 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის იცხაკ შალევის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც თვითონ მეღვინე წარუძღვება და გაისინჯება მის მიერ ისრაელში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაყენებული საავტორო ღვინოები.
- 16-00 სთ – „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ კულტურულ-თეატრალიზებული პროგრამა ისტორიული წყაროების თანხლებით, წამყვანი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი
- 17-00 სთ – საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.
- ისტორიულ-კულტურული პროგრამის სცენარის ავტორი და წამყვანი – გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი;
- მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე, მომღერალი ანრი ჯოხაძე, ფოლკლორული ანსამბლები „წინანდალი“ და „ჩაკრულო“, ქართული საბრძოლო ხელოვანება „ჰოროლი“, სტუ-ს თეატრი-სტუდია „მოდი-ნახე“.
- საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა: ზაზა გრიგალაშვილი, სომელიე, ქართული ღვინის ექსპერტი; იცხაკ შალევი – მეღვინე, ისრაელი; როს კლოსი – შოუ „მსოფლიო ღვინის ბრძოლები“ პროდიუსერი, ახალი ზელანდია; მარკო ნორსი – ღვინისმცოდნე, მუსიკოსი, ნიუ იორკი აშშ; ტომ უილიამსი – პროფესიონალი ავტორი მწერალი კვების და ღვინის შესახებ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმის „სთველი“ მხარდამჭერები არიან:
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- ღვინის ეროვნული სააგენტო
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
- საქართველოს ხელოვნების სასახლე
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
- თელავის მუნიციპალიტეტის მერია
- საინფორმაციო მხარდამჭერი ტვ “იმედი”