29 სექტემბერს 18 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მიმდებარედ, ღვაწლმოსილი ლოტბარის და საამაყო ოზურგეთელის – ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
დიდია მისი დამსახურება ქართული ხალხური – გურული სიმღერების პოპულარიზაციაში, ქართული კულტურის დაცვასა და შენარჩუნებაში.
გურიის რეგიონის ტრადიციული სიმღერების შემსრულებლი გვარისა და ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი ლოტბარის, მომღერალ-მოკრიმანჭულის, ილარიონ სიხარულიძის ვაჟი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, თავად ლოტბარი და გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელი ტრისტან სიხარულიძე 85 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ტრისტან სიხარულიძე 1965-66 წლებში გახლდათ ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი;
დაარსების დღიდან მიხეილ შავიშვილის „შვიდკაცას“ წევრი და წამყვანი მეორე ხმა.
ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლის „კრიმანჭული“ ლოტბარი.
1999 წლიდან ანსამბლ „კრიმანჭულის“ და ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელია;
2007 წელს დააჯილდოვდა ღირსების ორდენით;
2008 წელს ტრიო „შალვა ჩემოსთან“ (ტრისტან სიხარულიძე, გური სიხარულიძე, მერაბ კალანდაძე) ერთად ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატის წოდება მიიღო;
ტრისტან სიხარულიძე ხელმძღვანელობდა სასოფლო, სასკოლო და საკოლმეურნეო გუნდებს, ოზურგეთში იუნესკოს ეგიდით შექმნილ გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელ სკოლას.
ლოტბარმა მოიძია და აღადგინა გურული სიმღერები.
ტრისტან სიხარულიძე გახლავთ მრავალი საკავშირო და საერთაშორისო დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი და დიპლომანტი;
ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად კონცერტებით მოიარა მსოფლიოს ოცდაორი ქვეყანა.
გამოჩენილი ლოტბარი ამჟამად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტია.
2013 წელს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ქართული ფოლკლორის მოამაგის ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა.
გამოიცა ანზორ ერქომაიშვილის მონოგრაფია „გური და ტრისტან სიხარულიძეები“.
2021 წელს ოზურგეთის საპატიო მოქალაქეა ტიტული მიენიჭა.