ფესტივალი – ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“
6 სექტემბერი, 2025 წელი, თელავი, მეფე ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორია
საქართველოს კულტურის პალატის და ა(აა)იპ – „კულტურა მარად“-ის ორგანიზებით 2025 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თელავში, მეფის ერეკლე სასახლის მიმდებარედ გაიმართა ყოველწლიური ფესტივალი „ ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“, რომელიც იმართება ყოველი წლის პირველ შაბათს, კახეთის რეგიონში ყურძნის რთველის დაწყების აღსანიშნავად.
ფესტივალის სპონსორები იყვნენ:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო;
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“;
- შპს „თელავი სელარ შიო“
- შპს „ფორევერ ჯორჯია ტურ“
- შპს „სენა ავტო“
ფესტივალი ჩატარდა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
საინფორმაციო მხარდამჭერი ტვ “იმედი”
ფესტივალის მიზანი იყო: ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება. კონკრეტულად კი ნატურალური პროდუქტის – ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პოპულარიზაცია;
საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება, რადგან ამ მხარეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. ღონისძიებაც სწორედ ამიტომ კახეთის გულში – თელავში ჩატარდა. ამავდროულად, თელავში ინახება მეფის ტახტი. ამიტომ ღონისძიების თეატრალიზებული და კულტურულმა ნაწილმა სწორედ მეფე ერეკლეს, მის მემარნეს, ყურძენსა და ღვინოსთან დაკავშირებული პირების ისტორია გააცოცხლა. ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს“. სტუმრებისა და სომელიების მონაწილეობით ფესტივალის დღეს შეიქმნა საუკეთესოს ბლენდს – „მეფე ერეკლეს ღვინო“.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოებს, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებებს პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტი“.
ფესტივალში მონაწილეობდა და საკონკურსოდ ჭაჭის ნიმუშები წარმოადგინა კახეთის ქართული ღვინის მწარმოებელმა 24 (ოცდაორი) კომპანიამ და მცირე მარანმა;
მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მონაწილეობა მიეღო და ეხილა:
- საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
- კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
- ფესტივალზე შეიქმნა სიმბოლური ნაზავი – ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც საონკურსო ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო რქაწითელი, კახურ მწვანე, ქისი და ხიხვი;
ფესტივალი მიმდინარეობდა შემდეგი პროგრამით:
12-00 სთ – სცენაზე საზეიმო გახსნა – სიტყვით გამომსვლელები:
- საქართველოს კულტურისა პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” -ს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – მამუკა ბურდიაშვილი
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე -თენგიზ მთვარელიშვილი
- თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ფიქრია ყუშიტაშვილი
- საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე – ზაზა გრიგალაშვილი
12-30 სთ – თელავის ფოლკლორული ანსამბლი „წინანდალი“ – კახური მრავალჟამიერი და კახური ფოლკლორული სიმღერებით რთველის დაწყების დალოცვა;
13-00 სთ – ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მეფე ერეკლე, საქართველო და ქართული ღვინო“ – სტუ-ს თეატრ – სტუდია „მოდი-ნახე“
13-00 სთ – ფესტივალის სპეციალური სტუმრის, ჟიური წევრის. იტალიური ღვინის ექსპერტის – პიერ ანტონიო ბიანკოს მასტერკლასი და დეგუსტაცია;
14-00 სთ – 17-00 სთ – საკონკურსო დეგუსტაცია და საკონკურსო ჟიურის საქმიანობა საუკეთესო „მეფე ერეკლეს ღვინო“ მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად; მთელი დღის მანძილზე – 12-00 სთ-დან 17 -00 საათამდე;
16-00 სთ – კოსტიუმირებული კულტურულ-თეატრალიზებული წარმოდგენა „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ – სტუ-ს თეატრ – სტუდია „მოდი-ნახე“
17-30 სთ – საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის საკონკურსო ჟიურის მიერ გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.
18-00 სთ – ანსამბლის „სუხიშვილები“ ახალგაზრდა თაობა – ფესტივალის დახურვა
ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ:
ჟიურის თავჯდომარე :
ზაზა გრიგალაშვილი – ქართული ღვინის ექსპერტი, მეღვინეობის დოქტორი, WSET სერთიფიცირებული სომელიე, საქართელოს სომელიეთა ასოციაციის წევრი;
ჟიურის წევრები:
გიორგი სოლომნიშვილი – მეღვინე , კომპანია ” სოლომნიშვილი ვაინერი” დამფუძნებელი;
გიორგი დათუკიშვილი – აგრარულ, მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია “ქართული ღვინო” მთავარი მეღვინე ტექნოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივ მოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი 2017 წლიდან
პიერ ანტონიო ბიანკო – იტალიური ღვინის ექსპერტი;
საკონკურსო ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის გამარჯვებული ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ იმ ოთხი სახეობის ღვინოს, რომლისგანაც შეიქმნა ე.წ. „მეფე ერეკლეს ღვინო“:
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ოქრო – 2025 – გამარჯვებული არ გამოვლინდა
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ვერცხლი – 2025 – კომპანია „შიოს მარანი“;
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ბრინჯაო – 2025 – „ნიკა აზნიაშვილის მარანი“.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოოქროვილი, მოვერცხლილი და ბრინჯაოს მედლები შესაბამისი მოწმობებით.
საკონკურსო ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალზე შეიქმნა „მეფე ერეკლეს ღვინო“ – 2 ბლენდი – სახვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოების მონაწილეობით.
პირველი ადგილი დაიკავა ბლენდმა, შემდეგი კომპანიების ღვინოებით:
- ხიხვი – „გულორდავას საოჯახო მეღვინეობა“;
- კახური მწვანე – „ლევანის მარანი, ახმეტა“;
- რქაწითელი – მეღვინეობა „დემა“;
- ქისი – შატო „ქეთევანი“.
მეორე ადგილი დაიკავა ბლენდმა, შემდეგი კომპანიების ღვინოებით:
- ხიხვი – „დათო ჩიხლაძის მარანი“;
- კახური მწვანე – „დათო ჩიხლაძის მარანი“
- რქაწითელი- „დათო ჩიხლაძის მარანი“;
- ქისი – მეღვინეობა „დემა“;
საუკეთესო ადგილწარმოშობის ღვინო:
- მუკუზანი – „შიოს მარანი“;
„მეფე ერეკლეს საუკეთესო სტუმარი“:
- საფერავი – „ცხრა მუხა“;
საუკეთესო ნუგბარის ღვინო (სადესერტო):
- ხიხვი – მარანი „თეგანი“
საუკეთესო ევროპული ღვინო
- საფერავი – მარანი „სევსამორა“.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ, გამარჯვებულებს მიულოცეს, მედლები და შესაბამისი მოწმობები გადასცეს:
- საქართველოს კულტურისა პალატის პრეზიდენტიმა დავით ოქიტაშვილმა
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა
- საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარემ ზაზა გრიგალაშვილმა
ფესტივალის მიმდინარეობა მთელი დღის მანძილზე გაშუქდა სოციალური ქსელებით და ტელევიზიებით:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- ტელეკომპანია „იმედი“
- ტელეკომპანია „რუსთავი 2“
- ტელეკომპანია „POS TV“