ფესტივალი „ჭაჭა“ 2018 წლის შედეგები

საქართველოში პირველი ფესტივალი „ჭაჭა“ საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით 3 ნოემბერს თელავში გაიმართა. ფესტივალის მიმდინარეობისას კონკურსში მონაწილეობდა კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საუკეთესო ფერმერების და 11 კომპანიის საუკეთესო ჭაჭის 50 სახეობა.

გამოვლინდა გამარჯვებულები. ფერმერთა შორის: 2018 წლის ოქროს ჭაჭა გლეხური – მარანი მუზეუმი „ნუმისი“ – ნუნუ კარდენახლიშვილი – გურჯაანი 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა გლეხური – ვეფხო ფიცხელაურის მარანი – ალექსი ფიცხელაური – ახმეტა 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა გლეხური – ბეროზას მარანი – ზურაბ ბეროზაშვილი – გურჯაანი 2018 წლის ბრინჯაოს ჭაჭა გლეხური – ახმეტის ღვინის სახლი – გიორგი იმედაშვილი 2018 წლის ბრინჯაოს ჭაჭა გლეხური – გელა კონიაშვილი – საგარეჯო 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა გლეხური – ბეროზას მარანი – ზურაბ ბეროზაშვილი – გურჯაანი კომპანიებს შორის: 2018 წლის ოქროს ჭაჭა – ჭაჭა „პლატინა“ – კომპანია „ასკანელი“ 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა – ჭაჭა დავარგებული ფრანგული მუხის კასრში – კომპანია „თელიანი ველი“ 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა – „პრემიუმ ჭაჭა“ – კომპანია „ასკანელი“ 2018 წლის ბრინჯაოს ჭაჭა – დავარგებული ჭაჭა – კომპანია „ბაადგონი“ 2018 წლის ბრინჯაოს ჭაჭა – ჭაჭა „ორანო“ – კომპანია „პავილიონ ვაინს“ 2018 წლის ვერცხლის ჭაჭა – ჭაჭა დავარგებული მუხის კასრში – კომპანია „ანასეული“ ვულოცავთ გამარჯვებულებს;

მადლობას ვუხდით კომპეტენტური ჟიურის წევრებს: ზაზა გრიგალაშვილს, ბონდო კალანდაძეს, გიორგი სოლომნიშვილს; განსაკუთრებული მადლობა კახეთის რეგიონში სახლმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს და მის პირველ მოადგილეს ირაკლი შიოშვილს. მადლობა მხარდაჭერისთის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვული ცენტრს – „საქპატენტს“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტს.

 

Scroll to Top