ფესტივალი „ჭაჭა“ 2022 დაჯილდოების შედეგები

2022 წლის 4 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა  მიიღო კახეთის 8 მუნიციპალიტეტის, ზუგდიდის, ბოლნისის და მუხრანის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების ჭაჭა – 120 სახეობა, ასევე 6 კომპანიის – 16 სახეობის ჭაჭა.

ფესტივალის „ჭაჭა“ დაფუძნების დღიდან მუშაობს ჟიური.

გამარჯვებულ ნიმუშებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

კონკურსში გამარჯვებულები ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში გახლავთ: საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და WEFT სერთიფიცირებული სომელიე, „ღვინის ბირჟის“ მთავარი სომელიე ზაზა გრიგალაშვილი,  საქართველოს დამსახურებული მეღვინე ბონდო კალანდაძე; მეღვინე-დეგუსტატორი გიორგი სოლომნიშვილი; ღვინის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი, დეგუსტატორი, ღვინის ექსპერტი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი თინათინ ჯაჯანიძე.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

  1. „ოქროს ჭაჭა გლეხური-2022“ – ვარდიაშვილების ოჯახის ღვინო – გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი; (ოქროს მედალი და დიპლომი)
  2. „ვერცხლის ჭაჭა გლეხური – 2022“ – ზურაბ კვირიაშვილის ვენახები – თელავის რაიონი, სოფელი ართანა; (ვერცხლის მედალი და დიპლომი);
  3. „ბრინჯაოს ჭაჭა გლეხური – 2022“ – „მუხიგული-1770“ ბოლნისის მიკრო ზონა (ბრინჯაოს მედალი და დიპლომი);

კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

  1. „ოქროს ჭაჭა – 2022 – კომპანია „ჭაჭა ჰაუსი“ – უსახელაურის ჭაჭა თეთრი მუხის

გამორჩეული ჭაჭის წარმოებისთვის.

გლეხების და მცირე მარნების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის გამორჩეული ჭაჭის წარმოებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

  1. მალხაზ ხაბარაშვილი – ყვარელი;
  2. მამუკა დიღმელაშვილი – საგარეჯო, სოფელი მანავი;
  3. ნოდარ ქოქუაშვილი – ლაგოდეხი;
  4. „დამარჩინეს მამული“ – გურჯაანი, სოფელი მუკუზანი;
  5. ლევან ჯოხარიძე – თელავი, სოფელი კურდღელაური;
  6. კასრში; (ოქროს მედალი და დიპლომი)
  7. „ვერცხლის ჭაჭა -2022“ კომპანია „ბოლერო და კომპანია“ – რქაწითელის ჭაჭა მუხის კასრში; (ვერცხლის მედალი და დიპლომი)
  8. „ბრინჯაოს ჭაჭა – 2022“ – კომპანია „ჭაჭა ჰაუსი“ -მუსკატის ჭაჭა (ბრინჯაოს მედალი და დიპლომი) .

წელს ჟიურის გადაწყვეტილებით პირველად დაწესდა საპატიო სიგელი ჟიურის სპეციალური გადაწყვეტილებით „გამორჩეული არომატიზირებული ჭაჭა“ – დავით პაკელიანის მცირე მარანი „სვანური ფარდული“ – ჭაჭა ტარხუნის არომატით;

კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის გამორჩეული ჭაჭის წარმოებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

  1. კომპანია „ესკიზ ვაინერი“ – ქისი და მწვანეს ჭაჭა მუხის კასრში;
  2. კომპანია „ასკანელი“ – ჭაჭა „პლატინა“;
  3. კომპანია „ასკანელი“ -ჭაჭა „გოლდი;
  4. კომპანია „ანასეული“ – რქაწითელის ჭაჭა ქვევრის;
  5. კომპანია „წერეთელი ვაინ ენს სპირიტ“ – რქაწითელის ჭაჭა მუხის კასრში;
  6. კომპანია „ჭაჭა ჰაუსი“ – საფერავის ჭაჭა.

კონკურსის მთავარი მიზანია ქართული ჭაჭის, როგორც ყურძნის წიპწისგან დამზადებული პროდუქტის, რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია მსოფლიოში.

https://fb.watch/gXay95X8sj/

https://fb.watch/gXaH_71L10/

 

Scroll to Top