ქალაქ თელავში, რიგით მესამე ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართა

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ორგანიზებით ორწლიანი პანდემიური ინტერვალის შემდეგ 2022 წლის 5 ნოემბერს, ტრადიციულად ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, რიგით მესამე ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდა კახეთის რვა მუნიციპალიტეტი.

ქალაქის მოედანზე მოეწყო კომპანიების, მცირე მარნების და გლეხების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ მოეწყო საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

კახეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოსი, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

ფესტივალის სტუმრებს, ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კახეთისთვის დამახასიათებელი გასტრონომიული  კუთხეები დაეთვალიერებინათ: მონაწილეობა მიეღოთ ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და დაგემოვნების მასტერკლასებში.

ფესტივალის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები, გლეხები და მცირე მარნები.

ფესტივალი „ჭაჭა“ – 2022  გალა-კონცერტით დასრულდა.

ფესტივალი „ჭაჭა“-ს მხარდამჭერები და პარტნიორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „საქპატენტი“, ტურიზმის განვითარების ასოციაცია, ქართული ღვინო 8000 რთველი, Georgia, Holiday INN.