ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024

2024 წლის 19 ოქტომბერი, 12-00 სთ – 18-00 სთ,

თელავი, ერეკლე მეფის მოედანი

ერთადერთი რეგიონული ყოველწლიური ფესტივალი საქართველოში, მასში მონაწილე კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის ფერმერების, გლეხების, მცირე    მარნების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით;

ფესტივალის მიზანები:

– „ჭაჭა“ – ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყის, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია;

– „ჭაჭის“ მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნების და კომპანიების წახალისება – ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით;

–     „ჭაჭის“  მწარმოებელი კომპანიების ყველა სახეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

–     „ჭაჭის“  მწარმოებელი     კომპანიების     საპრეზენტაციო    მაგიდის     გარშემო     მათი პროდუქციის დეგუსტაცია და  რეკლამირება;

 

ფესტივალის საკონკურსო ჟიური:

  • თავმჯდომარე – ზაზა გრიგალაშვილი სომელიე , ქართული ღვინის ექსპერტი, სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი.
  • წევრები:

გიორგი სოლომნიშვილი – მეღვინე , კომპანია ” სოლომნიშვილი ვაინერი” დამფუძნებელი;

გიგა კუჭავა – ღვინის ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილი“  ღვინის ტექნოლოგი;

გიორგი დათუკიშვილი – აგრარულ, მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია “ქართული ღვინო” მთავარი მეღვინე ტექნოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივ მოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი 2017 წლიდან

 

ფესტივალის პროგრამა:

 

  • 12-00 სთ – ფესტივალის გახსნა მუსიკალურ- თეატრალიზებული მსვლელობით;
  • 12-45 სთ – 13-00 სთ. -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის

„საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;

  • 12-30 – 18-00 სთ

კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების და ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;

კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;

კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;

კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი,   თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;

  • 14-00 – 16-00 სთ – ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო ჟიური ჩაატარებს ჭაჭის სადეგუსტაციო ერთობლივ მასტერკლასს:
  • გიორგი სოლომნიშვილი – რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას – ძირითადი პრინციპები;
  • გიორგი დათუკიშვილი – ჭაჭის გამო სახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
  • გიგა კუჭავა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას;
  • ზაზა გრიგალაშვილი – ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება.
  • 16-00 სთ17-00 სთ – თეატრი № 1-ი სპექტქკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი კიაზო ჯობავა) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
  • 17-00 სთ – გამარჯვებულების დაჯილდოვება 2024 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით – ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.
  • 17-30 სთ – 2024 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო;

 

ფესტივალის ორგანიზატორები:

  • საქართველოს კულტურის პალატა;
  • ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
  • კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
  • თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო;
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
  • სასტუმრო Holiday Inn Telavi

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • ტელეკომპანიები: „იმედი“, „რუსთავი 2“ და “POS TV”
Scroll to Top