Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the disable-comments domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
 „ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ – საქართველოს კულტურის პალატა

 „ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“

„ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2024 წლის სექტემბრის პირველ შაბათს –  7 სექტემბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე საქართველოში ყურძნის რთველის დაწყების აღსანიშნავად და მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.
ღონისძიების მიზანია: ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება. კონკრეტულად კი ნატურალური პროდუქტის – ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული  დასახელებების პოპულარიზაცია;
საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება, რადგან ამ მხარეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. ღონისძიებაც სწორედ ამიტომ კახეთის გულში – თელავშია დაგეგმილი. ამავდროულად, თელავში ინახება მეფის ტახტი. ამიტომ ღონისძიების თეატრალიზებული და კულტურული ნაწილი სწორედ მეფე ერეკლეს, მის მემარნეს, ყურძენსა და ღვინოსთან დაკავშირებული პირების ისტორიას გააცოცხლებს. ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს“. ერეკლე მეფის მემარნე სტუმრებისა და სომელიების მონაწილეობით ფესტივალის დღეს შექმნის  საუკეთესოს ბლენდს – „მეფე ერეკლეს ღვინო“.
7 სექტემბერს, თელავში სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ უნდა შეიქმნას  „მეფე ერეკლეს ღვინო“ და მათ შორის უნდა შეირჩეს გამარჯვებული, რომელსაც მიენიჭება საუკეთესო ბლენდის – „მეფე ერეკლეს ღვინოს“ სტატუსი.. კახეთში არსებობს ასეთი თქმულება, რომ მეფე ერეკლეს უყვარდა 4 კახური ყურძნის ჯიშისგან – რქაწითელი, ხიხვი, ქისი და კახური მწვანე – დამზადებული ღვინო. ღონისძიების პირველი ეტაპი ასე დაიგეგმა – 25 ივნისიდან სექტემბრამდე მოეწყო სადეგუსტაციო სივრცე თბილისის ცენტრში; სადეგუსტაციო სივრცე  ადვილად მისადგომია  ნებისმიერი მსურველისთვის დ ატრადიციულად ღიაა ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14-00 საათიდან 18-00 საათმდე. სადეგუსტაციო სივრცეში  წარმოდგენილი იქნება იმ კომპანიების ღვინოები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თელავში „ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე „სთველი“. ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობა სადეგუსტაციო სივრცეში გაგრძელდება სექტემბრამდე და  რაოდენობა არ იქნება შეზღუდული.
სადეგუსტაციო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა ფორმატს. კერძოდ, რამოდენიმე ადგილზე წარმოებულ ერთი ჯიშის ყურძნის ღვინოების შედარებას, ვერტიკალურ (ერთი კომპანიის მიერ სხვადასხვა წლებში გამოშვებული ღვინოების) დეგუსტაციას, შეხვედრებს  მეღვინეებთან, რომლებიც სომელიესთან ერთად წარადგენენ და განიხილავენ ზეიმში მონაწილე ღვინოებს. ღვინის მოყვარულები გაიცნობენ ღვინოსაც და მის ავტორებსაც.
სადეგუსტაციო სივრცის სტუმრებს მიეცემათ საშუალება ღონისძიებაში მონაწილე ღვინოები წინასწარ დააგემოვნონ  და შეიძინონ; მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. მოსულ სტუმრებს დაურიგდებათ სპეციალური მოსაწვევი, რომლის საშუალებით თელავში ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმძე შეეძლებათ ისარგებლონ ექსკლუზიური ფასებით.
ღვინის  დეგუსტაციები დაანონსება მიმდინარეობს სოციალურ მედიაში  და იგეგმება სიუჟეტები სატელევიზიო სივრცეში.
„ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ მოიცავს თეატრალიზებულ წარმოდგენებს. სთველის ისტორია მხოლოდ ყურძნის დაკრეფა და დაწურვა, ანუ მხოლოდ შრომა არ იყო და ეს იყო სრულიად განსაკუთრებული რიტუალი. კოსტიუმირებულ-თეატრალიზებული წარმოდგენა ასახავს ამ რიტუალს.
თეატრალიზებული და კულტურული წარმოდგენის შემდეგი ნაწილია კონკურსი საუკეთესო ბლენდის შესაქმნელად ერეკლე მეფის მემარნეს, სტუმრებისა და სომელიების მონაწილეობით.  ზეიმში მონაწილე ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი რამოდენიმე ჯიშის ღვინოებიდან შეირჩევა საუკეთესოები. შერჩეული ჯიშის ღვინოებისგან  სპეციალურად შეიქმნება ბლენდი – „მეფე ერეკლეს ღვინო“; გამარჯვებული და მონაწილე  კომპანიებისთვის ეს  იქნება სიურპრიზი, ე.წ. „წახალისება“, რადგან ყველგან გამოცხადდება თუ რომელი კომპანიის ღვინომ მიიღო მონაწილეობა „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნაში.
ზეიმის მიმდინარეობისას მთელი დღის მანძილზე 12-00 საათიდან 18-00 საათამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიები წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით. მონაწილეთა რაოდენობა შეუზღუდავია. მთელი დღის მანძილზე ზეიმს დაამშვენებენ ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით.
ღონისძიების სტუმრები ჩაერთვებიან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში:

  • დააგემოვნებენ გლეხების და კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოპროდუქციას;
  • ღვინოპროდუქციასთან ერთად, კახური მასპინძლობის გათვალისწინებით დააგემოვნებენ კახურ კერძებს;
  • გაეცნობიან ქართული ღვინის ტრადიციებს, სამეფო კარის წარმომადგენლების და გლეხების ისტორიულად ცნობილ ურთიერთდამოკიდებულებას.
  • მონაწილეობას მიიღებენ ბლენდის შექმნის პროცესში;

ღონისძიების მიმდინარეობისას იმუშავებს სპეციალური ჟიური, დაკომპლექტებული პროფესიონალი სომელიებით და დარგის სპეციალისტებით. ღონისძიების დასასრულს   ჟიურის გადაწყვეტილება გაჟღერდება საჯაროდ და მოხდება  დაჯილდოება.
ღონისძიების თეატრალიზებულ-კოსტიუმურებულ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კულტურისა და ხელოვნების წამომადგენლები.

Scroll to Top