საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამა წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თელავში დაფუძნდება ყოველწლიური „ჭაჭის ფესტივალი“.
ფესტივალის მიზანია ქართულ ნატურალურ პროდუქტს – ყურძნის ბრენდს „ჭაჭა“-ს გაუწიოს პოპულარიზაცია და ტურისტული სეზონის დასასრულს – ნოემბრის თვეში – მოიზიდოს მაქსიმალურად მეტი ტურისტი, გააცნოს ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვაროს იგი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, არამედ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხები; გაიმართება დიდი კახური „ზაოტობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება თითოეულ ტურისტს სურვილისამებრ.
ფესტივალის ფარგლებში ქართულ ნატურალურ პროდუქტს „ჭაჭა“ პოპულარიზაციას და რეკლამირებას გაუწევს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი ირმა ნიორაძე.
„ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართება Check in Georgia ფარგლებში.