კულტურის პალატამ “DAFANG”-თან ისტორიული მნიშვნელობის მემორანდუმი გააფორმა.პირველი, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს ეს გახლავთ საქართველოში საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა აბრეშუმის გზაში
მონაწილე ქვეყნებისთვის. ცენტრის მიზანი იქნება, განახორციელოს გაცვლითი პროგრამები საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო,
სახელოვნებო და ფინანსურ სფეროებში. ჩინელ ახალგაზრდებს მისცეს საშუალება საქართველოს კულტურისა და ხელოვნების მრავალსაუკონოვანი ისტორიის
გაცნობისა და შესწავლის შედეგად, გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა. საქართველოს ახალგაზრდობას მიეცეს საშულება, გაეცნოს ჩინეთის კულტურისა და ეკონომიკის
წამყვან დარგებს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რათა მომავალში ქართველი და ჩინელი ახალგაზრდები გახდნენ წარმატებულები თავიანთ ქვეყნებში.
და მთავარი, მემორანდუმი ფორმდება ურთიერთნდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, რაც იქნება ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი.