ხორვატი პიანისტი მაქსიმ მრვიცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლასიკური კროსოვერ-შემსრულებელია მსოფლიოში, რომელიც მუსიკალურ ჟანრებს შორის საზღვრებს ანგრევს. დღესდღეობით, მაქსიმი არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კროსოვერ პიანისტი. მისი ალბომების 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა 57 ქვეყანაში, ბევრი მათგანი კი ოქროსა და პლატინის სტატუსს ფლობს.
მაქსიმმა განათლება მიიღო ბუდაპეშტში, ფრანც ლისტის სახელობის მუსიკის აკადემიაში, ასევე პარიზში, ალექსანდრე სკრიაბინის კონსერვატორიაში. მან უკვე მოიპოვა პირველი პრიზი ხორვატიის ეროვნული კონკურსზე, ასევე პირველი პრიზი საფრანგეთში, რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე.
„მუსიკა შეიძლება გახდეს რეალობისგან თავის დაღწევის გზა, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო,“ – ამბობს მაქსიმი.
მას შემდეგ, რაც მან კონტრაქტი გააფორმა ხმისჩამწერ კომპანიასთან EMI, მისი ალბომი Piano Player გაყიდვაში 4 მილიონზე მეტჯერ წავიდა. შედეგად, ალბომმა ჰონგ-კონგში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო, ხოლო სინგაპურსა და სხვა მრავალ ქვეყანაში — ოქროს სტატუსი.
მაქსიმმა ტურნე ჩაატარა იაპონიის 20 ქალაქში, რაც საერთაშორისო შემსრულებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურნედ მიიჩნევა. ამ წარმატებამ გამოიწვია მისთვის ვარშავის შოპენის საზოგადოების მოწვევა, მონაწილეობა მიეღო შოპენის დაბადებიდან 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ზეიმში.
მაქსიმის პოპულარობა და წარმატება მუსიკალურ სფეროს სცდება.
მას გამართავს კონცერტები ისეთ პრესტიჟულ არენებზე, როგორიცაა ლონდონის Roundhouse, ტოკიოს Suntory Hall, პეკინის სახალხო დარბაზი, სიდნეის ოპერის თეატრი, შანხაის Mercedes-Benz Arena, CCTV-ის საგაზაფხულო გალა ფესტივალი და სხვა მრავალი.
მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნება მოდის სამყაროშიც ვრცელდება. მაქსიმს ჰქონდა თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Armani და Christian Dior, რის გამოც Vogue Homme-ის მიერ „საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად“ დასახელდა. მისი ქარიზმა და უსაზღვრო ნიჭი მიმზიდველი აღმოჩნდა ისეთი გლობალური ბრენდებისთვის, როგორიცაა American Express, BMW, Samsung, Star Alliance და Yamaha.
მთლიანობაში, 11 ალბომის გამოშვების შემდეგაც, მაქსიმი კვლავ ტოვებს წარუშლელ კვალს მუსიკის სცენაზე და მაყურებელს აჯადოებს თავისი გამორჩეული ტალანტითა და ქარიზმით.
ის ასრულებს ნაწარმოებებს ცნობილი ფილმებიდან, როგორებიცაა: The Flight of the Cello, Nostradamus, Bohemian Rhapsody (Queen), Croatian Rhapsody, Royal Games, Mission Impossible და Pirates of the Caribbean.
ხორვატი პიანისტის — მაქსიმ მრვიცას დიდი დაბრუნება თბილისში
2024 წელს, ხორვატმა პიანისტმა მაქსიმ მრვიცამ გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით Segmenti. ალბომი ხელმისაწვდომია სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე, მათ შორის: Spotify, Apple Music, Amazon Music, Deezer და Tidal.
Segmenti მოიცავს რვა კომპოზიციას: ორ ქავერს, სამ ორიგინალურ და სამ კლასიკური ნაწარმოების ინტერპრეტაციას. ალბომში შერწყმულია კლასიკური და თანამედროვე ელემენტები, რაც მაქსიმის ხელწერის ასახვაა.
ალბომის გამოსვლის შემდეგ, მაქსიმმა მსოფლიო ტურნე დაიწყო. ნოემბერში მან კონცერტი ჩაატარა ხორვატიაში, სადაც თავის ახალ ნამუშევარს წარადგენდა.
2025 წლის 25 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კონცერტ დარბაზში (ფილარმონია), მსოფლიოში ცნობილი ხორვატი პიანისტი მაქსიმ მრვიცა ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგა და თავისი ახალი ალბომი Segmenti წარადგინა.
როგორც ყოველთვის, მისი გამოსვლა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და ემოციური სიღრმით, რაც ნათლად გამოჩნდა მაყურებლის აღტაცებული რეაქციით.
ეს საღამო ნამდვილად განსაკუთრებული იყო — ქართულმა აუდიტორიამ კიდევ ერთხელ იხილა თანამედროვე კლასიკური მუსიკის ბრწყინვალე წარმოდგენა. აღსანიშნავია, რომ კონცერტის მსვლელობისას არტისტმა თავადაც ხაზი გაუსვა, თუ რამდენად თბილი და განსაკუთრებულია ქართველი მსმენელი მისთვის, რაც დიდი შთაგონების წყაროა მისი შემოქმედებისთვის.