თენგიზ უთმელიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

2018 წლის 9 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, კულტურის რაინდისა და „სუხიშვილების“ ლეგენდარული სოლისტის, თენგიზ უთმელიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელა“.

საღამოზე წარსდგნენ ქართველი მომღერლები თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე და თემურ წიკლაური.

საიუბილეო საღამოს დასასრულს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ქართველ ხელოვანს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. თენგიზ უთმელიძემ განაცხადა, რომ ეს არის არა მარტო მისი, არამედ ქართული ცეკვის ვარსკვლავი.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართა . თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის პალატისა და კომპანია RMG გოლდის მხარდაჭერით.

 

[Best_Wordpress_Gallery id=”11″ gal_title=”თენგიზ უთმელიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა”]

Scroll to Top