გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

ინფორმაცია

პროექტის შესახებ

არა მარტო გიო ხუციშვილი! მთელი ჩემი თაობა

 

     2018 წლის 29 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი  მომღერლის, გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა სახელწოდებით –  „თბილისი არის ურთიერთობა“. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ  ზურაბ მახნიაშვილი, რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე. კონცერტზე  წარსდგნენ მომღერლები: მაია ჯორჯაძე, ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე, ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლები „ფორტე“, „შვიდკაცა“.

     გიო ხუციშვილმა არაერთი სიმღერა მიუძღვნა თავის გულმხურვალე მსმენელს, მათ შორის შვილთან და მეუღლესთან ერთად იმღერა. კონცერტის მსვლელობისას მან აღნიშნა, „მინდა ყველა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა, ყველაფრისათვის, დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის…“

     კონცერტის დასასრულს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი მომღერალთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

     შემოქმედებით საღამოს მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.

     ღონისძიება გაიმართა ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.