14 იანვარს, თელავის თეატრის მსახიობის, ვანო იანტბელიძის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე კი მისი 65 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მსახიობმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში განსახიერებული როლები კიდევ ერთხელ გაითამაშა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადილემ მიხეილ გიორგაძემ, ვანო იანტბელიძეს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ვანო იანტბელიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თელავის საპატიო მოქალაქეა. მას თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში 100-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული.
ღონისძიებას ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.