Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the templately domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6121

Notice: ფუნქცია _load_textdomain_just_in_time გამოძახებულია არასწორად. astra დომენის თარგმანის ჩატვირთვა ძალიან ადრე დაიწყო. ეს, როგორც წესი, არის ინდიკატორი ზოგიერთი კოდის მოდულში ან თემაში, რომელიც ძალიან ადრე მუშაობს. თარგმანები უნდა ჩაიტვირთოს init მოქმედებაზე ან უფრო გვიან. გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 6.7.0 ვერსიიდან.) in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
თეატრალური კვარტეტის 20 წლის იუბილე – საქართველოს კულტურის პალატა

თეატრალური კვარტეტის 20 წლის იუბილე

2023 წლის 3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლიანი სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა; საღამოს დასასრულს საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ „ვარსკვლავების მოედანზე“  საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით „თეატრალურის კვარტეტის“  სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

„თეატრალურის კვარტეტი“ 2003 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მას შემდეგ 20 წელია „თეატრალურის კვარტეტი“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქართული თანამედროვე საესტრადო ხელოვნების უბადლო შემსრულებელთა განუყოფელი ნაწილია. 20 წლის მანძილძე მისი შემადგენლობა არ შეცვლილა: კობა ჭეფხოძე, ირაკლი აბჟანდაძე, ლაშა კერვალიძე და ოთარ კოვზირიძე.

„თეატრალურის კვარტეტის“ რეპერტუარში არის როგორც  ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული სიმღერები, რომლებიც სრულდება ქართული მრავალხმიანობის სტილში. ამ სიმღერების უმეტესობა პირველად იქნა პოლიფონიურად გაშლილი და შესრულებული „თეატრალურის კვარტეტის“  მიერ.

 

 

Scroll to Top