ია ნინიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა

 ️ქართული კინოს და თეატრის მშვენებას, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. ️ 55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა გია დანელიამ 8 წლის ია ნინიძე გადაიღო ციცინოს როლში ფილმში „არ დაიდარდო“. მას შემდეგ 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოში და 15 წელი იდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე.

საიუბილეო საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ია ნინიძის შემოქმედებას კინოსა და თეატრში 55 წლის მანძილზე. საღამოს წარუძღვება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს 55 წლის მანძილზე ია ნინიძის შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.

საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ია ნინიძის პარტნიორები და მეგობრები კინოსა და თეატრში: ნანი ბერგვაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ნანა ჯანელიძე,  დათო ევგენიძე, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ვოკალური კვარტეტი “ფორტე”. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის მერია / Tbilisi City Hall .

საღამო გაიმართება 5 ივნისს  20:00 სთ’ზე შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში.

Scroll to Top