2022 წლის 12 ნოემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბათუმის საპატიო მოქალაქის, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ბათუმის“ მთავარი ქორეოგრაფის, შალვა გოგუაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
შალვა გოგუაძე გახლავთ ქართული ნაციონალური ბალეტის ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პრესტიჟული საერთაშორისო პროექტების ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი.
2011 წლიდან ანსამბლ „ბათუმის“ მთავარი ქორეოგრაფია.
ანსამბლი გამოირჩევა თვითმყოფადობით, საკუთარი ხელწერით, ბრწყინვალე ქორეოგრაფიით და ცალკეული შემსრულებლის არტისტიზმით, განსაცვიფრებელი ტექნიკით და საცეკვაო ფოლკლორული ხელოვნებისადმი ფაქიზი, თანამედროვე ახლებული მიდგომით მოცეკვავე შემსრულებელთა პროფესიონალიზმით, საუცხოო მუსიკალური ბენდით.
ფასდაუდებელია ბატონი შალვა გოგუაძის წვლილი ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში.