Deprecated: WP_Dependencies->add_data() გამოყენებული იქნა არგუმენტით, რომელიც გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 6.9.0! IE-ს პირობით კომენტარებს ყველა მხარდაჭერილი ბრაუზერი უგულებელყოფს. in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6131

იოსებ კაკალაშვილის სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა

ქალაქ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის პალატის ხელშეწყობით 2023 წლის 20 აპრილს დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის წინ იაკობ ტრიპოლსკის სახელობის  დუშეთის სახალხო თეატრის დამსახურებული მსახიობის იოსებ კაკალაშვილის სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობს იოსებ კაკალაშვილს დაბადების 88 წლის და სასცენო მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა. მსახიობი თეატრში 65 წლის მანძილზე აქტიურად მოღვაწეობდა და ამ ხნის განმავლობაში შექმნა არაერთი საინტერესო სცენური როლი. აღსანიშნავია, რომ პარალელურად ხელმძღვანელობდა თეატრთან არსებულ საბავშვო დრამატულ წრეს და მოზარდებს თეატრისადმი დიდ  სიყვარულს აზიარებდა.

იოსებ კაკალაშვილი დაჯილდოებულია პირველი ხარისხის დიპლომითა და  საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიით; საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით  გამოეცხადა მადლობა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. მსახიობს მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ღირსების მედალი.

 

Scroll to Top