ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ – 7 სექტემბერი, 2024 წელი, თელავი, მეფე ერეკლეს სასახლის ეზო
ა(ა)იპ – „კულტურა მარად“-ის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით 2024 წლის 7 სექტემბერს ქალაქ თელავში, მეფის ერეკლე სასახლის ეზოში დაფუძნდა ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“, რომელიც მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს და გაიმართება ყოველი წლის პირველ შაბათს, კახეთის რეგიონში ყურძნის რთველის დაწყების აღსანიშნავად. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტის“, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ხელოვნების სასახლის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
საინფორმაციო მხარდამჭერი ტვ “იმედი”
ფესტივალის მიზანი იყო: ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება. კონკრეტულად კი ნატურალური პროდუქტის – ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პოპულარიზაცია;
საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება, რადგან ამ მხარეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. ღონისძიებაც სწორედ ამიტომ კახეთის გულში – თელავში ჩატარდა. ამავდროულად, თელავში ინახება მეფის ტახტი. ამიტომ ღონისძიების თეატრალიზებული და კულტურულმა ნაწილმა სწორედ მეფე ერეკლეს, მის მემარნეს, ყურძენსა და ღვინოსთან დაკავშირებული პირების ისტორია გააცოცხლა. ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს“. სტუმრებისა და სომელიების მონაწილეობით ფესტივალის დღეს შეიქმნა საუკეთესოს ბლენდს – „მეფე ერეკლეს ღვინო“.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოებს, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებებს პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტი“.
ფესტივალში მონაწილეობდა და საკონკურსოდ ღვინის ნიმუშები წარმოადგინა კახეთის ქართული ღვინის მწარმოებელმა 22 (ოცდაორი) კომპანიამ და მცირე მარანმა;
მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მონაწილეობა მიეღო და ეხილა:
- საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- ტრადიცულ საწნახელში ყურძნის დაწურვა;
- XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
- კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
- ფესტივალზე შეიქმნა სიმბოლური ნაზავი – ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც საონკურსო ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო რქაწითელი, კახურ მწვანე, ქისი და ხიხვი;
ფესტივალი მიმდინარეობდა შემდეგი პროგრამით:
12-00 სთ – სცენაზე საზეიმო გახსნა – სიტყვით გამომსვლელები:
- საქართველოს კულტურისა პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი
- ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი – ლევან მეხუზლა
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” -ს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ალადაშვილი
- საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე – ზაზა გრიგალაშვილი
12-30 სთ – ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მეფე ერეკლე, საქართველო და ქართული ღვინო“ – სტუ-ს თეატრ – სტუდია „მოდი-ნახე“
13-00 სთ – ფესტივალის სპეციალური სტუმრის – 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის იცხაკ შალევის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც თვითონ მეღვინე წარუძღვება და გაისინჯება მის მიერ ისრაელში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაყენებული საავტორო ღვინოები.
14-00 სთ – საკონკურსო დეგუსტაცია და საკონკურსო ჟიურის საქმიანობა საუკეთესო „მეფე ერეკლეს ღვინო“ მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად;
მთელი დღის მანძილზე – 12-00 სთ-დან 18-00 საათამდე;
16-00 სთ – „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ კულტურულ-თეატრალიზებული პროგრამა ისტორიული წყაროების თანხლებით, წამყვანი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი
- მონაწილენი: – ვანო იანტბელიძე; ანრი ჯოხაძე; ფოლკლორული ანსამბლი „წინანდალი“; ფოლკლორული ანსამბლი „ჩაკრულო“; ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომერი „გარე კახური“; ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ „ჰოროლი“
17-30 სთ – საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის საკონკურსო ჟიურის მიერ გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.
18-00 სთ – „მრავალჟამიერი“ – ფესტივალის დახურვა
ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ:
ჟიურის თავჯდომარე : ზაზა გრიგალაშვილი – ქართული ღვინის ექსპერტი, WSET სერთიფიცირებული სომელიე – თბილისი;
ჟიურის წევრები:
იცხაკ შალევი – მეღვინე, 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის სტატუსის მქონე;
როს კლოსი – შოუ „მსოფლიო ღვინის ბრძოლები“ პროდიუსერი, ახალი ზელანდია;
მარკო ნორსი – ღვინისმცოდნე, მუსიკოსი, ნიუ იორკი აშშ;
ტომ უილიამსი – პროფესიონალი ავტორი მწერალი კვების და ღვინის შესახებ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
საკონკურსო ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის გამარჯვებული ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ იმ ოთხი სახეობის ღვინოს, რომლისგანაც შეიქმნა ე.წ. „მეფე ერეკლეს ღვინო“:
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ოქრო – 2024 – „თიკა სვანიძე-ვენკოს მეღვინეობა;
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ვერცხლი – 2024 – კომპანია „ხომე ვაინერი“;
„მეფე ერეკლეს ღვინო“ ბრინჯაო – 2024 – მეღვინეობა „დემა“.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოოქროვილი, მოვერცხლილი და ბრინჯაოს მედლები შესაბამისი მოწმობებით.
საკონკურსო ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალზე შეიქმნა „მეფე ერეკლეს ღვინო“ – 2 ბლენდი – სახვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოების მონაწილეობით.
პირველი ადგილი დაიკავა ბლენდმა, შემდეგი კომპანიების ღვინოებით:
- ხიხვი – კომპანია „ლიონიძის ზვარი“;
- კახური მწვანე – „დათო ჩიხლაძის მარანი“;
- რქაწითელი – კომპანია „შუმი“;
- ქისი – „ნიკა აზნიაშვილის მარანი“.
მეორე ადგილი დაიკავა ბლენდმა, შემდეგი კომპანიების ღვინოებით:
- ქისი – კომპანია „შაქრიანი ესტეიტი“;
- რქაწითელი/მწვანე – „სოსო ნარინდოშვილის მარანი“;
- ხიხვი – მარანი „სევსამორა“.
საუკეთესო ადგილწარმოშობის ღვინო:
- მანავი – მარანი „სევსამორა“ – პირველი ადგილი;
- ტიბაანი – მარანი „ახმეტელი“ – მეორე ადგილი;
„მეფე ერეკლეს საუკეთესო სტუმარი“:
- ქვიშხური – „ბაადურის მარანი“ – პირველი ადგილი;
- ოჯალეში – „კლიმენტი კეკუტიას ვენახები“ – მეორე ადგილი.
საუკეთესო ნუგბარის ღვინო (სადესერტო):
- ხიხვი – მარანი „თეგანი“
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ, გამარჯვებულებს მიულოცეს, მედლები და შესაბამისი მოწმობები გადასცეს:
- საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა – დავით ოქიტაშვილმა
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა – ირაკლი შიოშვილმა
- თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – ლევან ანდრიაშვილმა
- საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარემ – ზაზა გრიგალაშვილმა.
ფესტივალის „სპეციალური სტუმრის სტატუსი“ მიენიჭა იცხაკ შალევს – 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინეს;
ფესტივალის მიმდინარეობა მთელი დღის მანძილზე გაშუქდა სოციალური ქსელებით და ტელევიზიებით:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- ტელეკომპანია „იმედი“
- ტელეკომპანია „რუსთავი 2“