Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the disable-comments domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
“ჰამლეტი”- პრემიერა შანხაიში, ჩინეთი – საქართველოს კულტურის პალატა

“ჰამლეტი”- პრემიერა შანხაიში, ჩინეთი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თანამშრომლებთან ერთად პირადად დაესწრო 16 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, თეატრისა და ხელოვნების ცენტრ „FANCL“-ში უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ პრემიერას, რომელიც ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.

პრემიერმამ წარმატებით ჩაიარა.

პროექტი ქართულ-ჩინურ კომპანიასთან „Galaxy of Vast Dream“ თანამშრომლობის შედეგია.  სპექტაკლის მხატვარია ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი. სპექტაკლში უცხოელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არტისტებმა – თემო ძოწენიძემ და მიხეილ იოსელიანმა.

რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სპექტაკლით „ჰამლეტი“ უილიამ  შექსპირის ტრაგედია მის რამოდენიმე სონეტთან ერთად თანამედროვე ეპოქაში წარმოადგინა. ჰამლეტის გმირი წარმოდგენილია, როგორც სუფთა და წესიერი ადამინი, რომელიც მოხვდა მისთვის არასასურველ და მიუღებელ გარემოში.  გოჩა კაპანაძემ შეკითხვით ყოფნა თუ არყოფნა, ჰამლეტის, როგორც თანამედროვე პიროვნების  ტრაგედია წარმოადგინა.  მუდმივი შეკითხვა  ულმობელ სამყაროში. მინიმალური დეკორაციით და მაღალი ესთეტიკით წარმოდგნილი თითოეული სცენა მინიშნებაა პიროვნების ჭიდილზე საკუთარ თავთან.  ჰამლეტი – გმირი თუ უარყოფითი პერსონაჟი? გიჟი თუ ნორმალური? ჰამლეტის პიროვნების შინაგანი პიროვნული კონფლიქტი მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს. მის გვერდით ასევე ძლიერ დასამახსოვრებელია კლაუდიუსი, რომელიც გამორჩეული ქარიზმით იპყრობს მაყურებელს.  ოფელია და გერტრუდა! …. და ახალგზარდა შექსპირი. გოჩა კაპანაძის მიერ ძალიან კარგად შერჩეული არტისტთა გუნდი.

მთელი სპექტაკლი მიმდინარეობს ცალკეული აქცენტებით ადამიანების რომანტიულ და ამავდროულად ულმობელ ხასიათზე. სცენის უკან სიღრმეში ეკრანზე ასახული ყველა კადრი, ორგანულად ერწყმის სცენაზე მიმდინარე ტრაგედიას. მხატვარ ლომგულ მურუსიძეს პროფესიონალიზმის კიდევ ერთი საუკეთესო გამოვლინება.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა – სპექტაკლის მიმდინარეობისას ვაჟა აზარაშვილის უკვდავი მუსიკა. პირველივე ნოტებიდან ქართველი მაყურებელი ამოიცნობს მისთვის ძვირფას ჰანგებს და სამშობლოდან ძალიან შორს, ათასეული კილომეტრის იქით გონებაში წამოიმღერებს „საქართველო, შენი გული, სანთელივით უნდა ენთოს!!“

ბრავო, გოჩა კაპანაძეს და მთელ შემოქმედებით გუნდს!

17.03.2024 წ. შანხაი, ჩინეთი.

Scroll to Top