საქართველოს კულტურის პალატის, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2019 წლის 19 აპრილს 19 საათზე, კასპის კულტურის ცენტრში, ქორეოგრაფიული ანსამბლის „დიდგორი“ საიუბილეო შემოქმედებითი საღამო და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა გაიმართა.
ანსამბლმა „დიდგორმა“ 36 წლის განმავლობაში ოთხი თაობა აღზარდა. ყველა თაობის წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
ანსამბლ „დიდგორი“-ს წარმატებაში დიდი ღვაწლი საქართველოს სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონი“-ს ყოფილ ქორეოგრაფს, აწ განსვენებულ რევაზ ჭოხონელიძეს მიუძღვის. დღეს ანსამბლს ბრწყინვალების ორდენის კავალერი, სამხატვრო ხელმძღვანელი – ქეთევან მონასელიძე უძღვება ქორეოგრაფებთან მარინა რუსიშვილთან და დარინა პაპაშვილთან ერთად.
ანსამბლი „დიდგორი“ წარმატებით მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, აქვს ბევრი წარმატება და მიღწევები.
ვარსკვლავის გახსნა ანსამბლს მიულოცა საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარემ რევაზ ჭანიშვილმა, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მეტეხი“-ს ხელმძღვანელმა გელოდი ფოცხიშვილმა.