როსტომ გოგოლაძის და ანსამბლ “საგალობელის” სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

2018 წლის 20 აგვისტოს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში გაიმართა ანსამბლ „საგალობელის“  საიუბილეო საღამო.

ანსამბლი „საგალობელი“ 1972 წელს დააარსა როსტომ გოგოლაძემ. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო და რესპუბლიკურ ფესტივალში; ანსამბლის წევრები დაჯილდოებული არიან სხვადასხვა წოდებებით, ჯილდოებით და მედლებით. ანსამბლს დღესაც ხელმძღვანელობს მისი დამაარსებელი, ქართული სიმღერის მოამაგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი როსტომ გოგოლაძე.

ანსამბლში „საგალობელი“ გაერთიანებულია ძველი და ახალგაზრდა თაობის ოცი მომღერალი. ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად მოიცავს რაჭის და ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ სიმღერებს; დამუშავებულია 200-მდე სიმღერა. ანსამბლმა ჩაწერა და გამოსცა დისკები.  როსტომ გოგოლაძე და მისი ოჯახის წევრები დღემდე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევიან.

საღამოს დასასრულს ამბროლაურის კულტურის სახლის მიმდებარედ გაიხსნა როსტომ გოგოლაძის და ანსამბლ „საგალობელის“ სახელობითი ვარსკვლავი.

 

[Best_Wordpress_Gallery id=”8″ gal_title=”როსტომ გოგოლაძის ვარსკვლავის გახსნა”]

Scroll to Top