თეატრალური კვარტეტის 20 წლის იუბილე

2023 წლის 3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლიანი სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა; საღამოს დასასრულს საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ „ვარსკვლავების მოედანზე“  საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით „თეატრალურის კვარტეტის“  სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

„თეატრალურის კვარტეტი“ 2003 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მას შემდეგ 20 წელია „თეატრალურის კვარტეტი“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქართული თანამედროვე საესტრადო ხელოვნების უბადლო შემსრულებელთა განუყოფელი ნაწილია. 20 წლის მანძილძე მისი შემადგენლობა არ შეცვლილა: კობა ჭეფხოძე, ირაკლი აბჟანდაძე, ლაშა კერვალიძე და ოთარ კოვზირიძე.

„თეატრალურის კვარტეტის“ რეპერტუარში არის როგორც  ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული სიმღერები, რომლებიც სრულდება ქართული მრავალხმიანობის სტილში. ამ სიმღერების უმეტესობა პირველად იქნა პოლიფონიურად გაშლილი და შესრულებული „თეატრალურის კვარტეტის“  მიერ.

 

 

Scroll to Top